Eng Geo Rus
მთავარი:  Home   რუქა:  Sitemap   კონტაქტი:  Contact
ძიება საიტზე:

კომპანიის მიმოხილვა

 

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ელიტა ბურჯი" დაარსდა 1998 წელს. შ.პ.ს. „ელიტა ბურჯი"-ს ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო სამუშაოები და მშენებლობისათვის საჭირო მასალების წარმოება, მისი საქმიანობა ფართო სპექტრს მოიცავს: საინჟინრო-სამშენებლო სამუშაოები, პროექტირება, დიზაინი, ლითონის კონსტრუქციები, ფასადის სისტემები, ვიტრაჟები, მინაპაკეტი, მეტალოპლასტმასი და ალუმინი, ხის ნაკეთობები, ავეჯი, მხატვრული ვიტრაჯი, ვენტილაცია, ჰიდროჭრა, პოლიგრაფია და სხვა.

  

დღესდღეობით საქართველოს სამშენებლო ბაზარზე უამრავი კონკურენტი არსებობს, თუმცა კომპანიამ დაიმსახურა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დამკვეთის ნდობა, ამ ნდობას პირველ რიგში განაპირობებს ხარისხი, რაც თანამედროვე დასავლური სამშენებლო ტექნოლოგიების აქტიური დანერგვით და ძლიერი ტექნიკურ-ინჟინერთა პერსონალის მუშაობით მიიღწევა. ყველა ზემოთხსენებული საქმიანობის საამქროები აღჭურვილია ულტრა თანამედროვე მანქანა-დანადგარებით და საწარმოო ხაზებით, რომელთა მეშვეობითც კომპანიას შეუძლია აწარმოოს მაღალხარისხიანი პროდუქცია. შ.პ.ს. „ელიტაბურჯი"-ს მიერ შესრულებული პროექტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: ბიზნეს ცენტრი(თბილისი), პირსი(ურეკი), თეგეტა მოტორსი(თბილისი), ფილარმონია(თბილისი), დელფინარიუმი(ბათუმი), ბათუმი პლაზა(ბათუმი), მაკდონალდსი(თბილსი).

 

მისია

 

ელიტა ბურჯის მისია იყოფა ორ ნაწილად და მოიცავს, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ არსებულ ფაქტორებს.

შიდა მისია: კომპანია ცდილობს აღჭურვოს თავისი საამქროები უახლესი მანქანა-დანადგარებით და გამოიყენოს ყველა ულტრა თანამედროვე ტექნოლოგია, რაც კი ნებისმიერ ევროპულ ქარხნებში თუ საამქროებში გამოიყენება, ასევე კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინჟინერთა პერსონალის პროფესიული დონე და ყველაფერს აკეთებს მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

   

გარე მისია: ელიტა ბურჯი მიისწრაფვის არსებულ ბაზარზე საუკეთესო ხარისხის და ფასის შეფარდების შესაქმნელად, ამისათვის კომპანია ყოველწლიურად გამოყოფს თანხებს, რათა ჩატარდეს კვლევები და მაქსიმალურად მიაღწიოს ზემოთაღნიშნულ შეფარდებას. ასევე კომპანია ცდილობს დაიკავოს არამარტო საქართველოს, არამედ მთელი ამიერკავკასიის ბაზარი (რისი შესაძლებლობაც კომპანიას გააჩნია), კომპანიის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს არა ერთჯერადი მოგება, არამედ ხანგრძლივი ურთიერთობა მომხმარებელთან, ამიტომ ყველაფერი კეთდება, რომ უკმაყოფილო ან განაწყენებული არავინ დარჩეს.

  

სტრატეგია

   

ელიტა ბურჯი არის ხარისხზე ორიენტირებული კომპანია, შესაბამისად ის ცდილობს ნებისმიერი პროდუქციის ხარისხი იყოს ფასზე გაცილებით მეტი, შესაბამისად კომპანიის სტრატეგია მიმართულია მომხმარებლის დაკმაყოფილებისაკენ. ელიტა ბურჯის მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ყველაფერი, რაც შეეხება მშენებლობასა და სამშენებლო მასალებს, ერთ ადგილას, უმაღლესი ხარისხის გარანტიით და ყველა პირობის აბსოლიტური შესრულებით. კომპანია ძირითადად მუშაობს დიდ ობიექტებზე, თუმცა კერძო გაყიდვებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ამავდროულად კომპანიის სტრატეგიის აღსანიშნავი ნაწილია ფასობრივი სტაბილურობის შენარჩუნება, რაც მნიშვენელოვანია თანამედროვე სამშენებლო ბიზნესში, სადაც ფასები ნედლეულზე საგრძნობად იცვლება ყოველი თვის მანძილზე. იმის გათვალისწინებით, რომ პროდუქციის ხარისხი არასოდეს მცირდება ნათელი ხდება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და ამავდროულად რთულია კომპანიისათვის ფასების სტაბილური დონის შემოთავაზება, თუმცა ჩვენ ამას წარმატებით ვახერხებთ.  

  

 

 

  

 

  

Copyright © 2016 ElitaBUrji. all rights reserved.
RSSFacebook