ჰიდროჭრა
გთავაზობთ ჰიდროჭრის უნიკალურ დანადგარებზე სხვადასხვა მასალით ნებისმიერი ფიგურული ფორმების გამოჭრასა და გრავირებას.
ჰიდროჭრის (WaterJet) ტექნოლოგიის არსი შემდეგში მდგომარეობს: 4000 ატმოსფერომდე შეკუმშული წყალი , რომელშიც დამატებულია აბრაზივული მინარევები, გამოიტყორცნება 0,5-0,8მმ დიამეტრის წვრილი ნახვრეტიდან ზებგერითი სიჩქარით და ამგვარად, წყლის ჭავლი გვევლინება უნიკალურ საჭრელ ინსტრუმენტად.
ჰიდროჭრის დანადგარზე შესაძლებელია დაიჭრას ისეთი განსხვავებული ტიპის მასალები, როგორიცაა:
- რეზინი
- პლასტმასი
- კომპოზიტური მასალები
- მინა, ლამექსი და სარკე
- ორგმინა
- გრანიტი, მარმარილო
- კერამიკული ფილები
- შავი, უჟანგავი და ფერადი ლითონები